გუგასთან | Live.ge ინტერვიუების ახალ სერიას იწყებს
სპორტზე საათობით საუბარი მოსაწყენი არასდროსაა – აქტიური ქომაგები ამაში აუცილებლად დაგვეთანხმებიან. ამ იდეაზე დაყრდნობით, Live.ge-იმ ინტერვიუების ახალი სერია დაიწყო, რომლის ავტორი და წამყვანი გუგა როგავა იქნება. სტუმართან ერთად, წამყვანი სპორტზე და მასთან ახლოს მყოფ საკითხებზე ისაუბრებს. თქვენ მოისმენთ ორ მხარეს შორის განხილვებს, მათ შეხედულებებს, სპორტულ კამათს, მივიწყებულ ისტორიებსა და მაქსიმალურად ღია, გახსნილ კომუნიკაციას. სტუმრები არ […]
alux.com-მა ყველა დროის ტოპ 10 ყველაზე დომინანტი სპორტსმენი გამოავლინა, რომელთაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარუშლელი კვალი დატოვა. ათეულში შესულმა სპორტსმენებმა, გულშემატკივრებს თავი არაერთი განსაკუთრებული მომენტით დაამახსოვრეს და სპორტის დიდებათა დარბაზში, სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ alux.com-ის ათეულში განსაკუთრებული სპორტსმენები მოხვდნენ, შესაძლოა ზოგიერთ გულშემატკივარს პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს და მიიჩნიოს, რომ ათეული სუბიექტურადაა შერჩეული. გახსოვდეთ, თუ არ […]
საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი – რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ფინალში კასპერ რუუდს (8) 3 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:3, 6:0 მოუგო. ფინალური შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა ჩობურთელმა როლან გაროსზე სულ 7 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამი სეტი დათმო. ნადალმა პარიზის გრანდ სლემის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 200 […]
მეორედ კარიერაში – იგა სვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
ქალთა შორის საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს პირველი ჩოგანი – იგა სვიონტეკი (პოლონეთი) გახდა, რომელმაც ფინალში კორი გაუფს (აშშ, 23) 2 სეტში, ანგარიშით 6:1, 6:3 მოუგო (ზედიზედ 35-ე გამარჯვება). ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 8 წუთს გაგრძელდა. პოლონელმა ჩობურთელმა როლან გაროსზე სულ 7 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი სეტი დათმო. სვიონტეკმა პარიზის გრანდ სლემის მოგებით […]
ზვერევის უმძიმესი ტრავმა ნადალთან შეხვედრაში | VIDEO
როლან გაროსი | სვიატეკის ზედიზედ 34-ე გამარჯვება, პოლონელი ფინალშია
იგა სვიატეკი შეუჩერებელია – პოლონელმა ჩოგბურთელმა ზედიზედ 34-ე გამარჯვება მოიპოვა და როლან გაროსის ფინალში გავიდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალური თამაში დარია კასატკინასთან (20) გამართა და მეტოქე 2 სეტში, 6:2; 6:1 გაანადგურა. სვიატეკი ფინალში ისე გავიდა, რომ ტურნირზე მხოლოდ ერთი სეტი დათმო. ამ მოგებით სვიატეკი ლეგენდარულ, სერენა უილიამსს გაუთანაბრდა. ამერიკელ ჩოგბურთელს 2013 წელს […]
საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში 18 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი, კორი გაუფი გავიდა. ახალგაზრდა მოთამაშემ დღევანდელ შეხვედრაში სლოუნ სტივენსი (64) დაამარცხა და კარიერაში პირველად, სლემის 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გაუფმა 29 წლის ამერიკელის ჩაწოდებაზე გეიმის მოგება 6-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი, მხოლოდ 2-ჯერ დაბრეიკდა. დაპირისპირება 1 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. როლან გაროსი. 1/4 ფინალი კორი გოფი […]
როლან გაროსი | ჯოკოვიჩი და ნადალი მეოთხე რაუნდში არიან
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ტიტულოვანი ესპანელი, რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში გავიდნენ. მესამე წრეში ჯოკოვიჩმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე (195) დაამარცხა, ნადალმა კი – ნიდერლანდელ, ბოტიკ ვან დე ზანდშულპს (29) აჯობა. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – ალიაზ ბედენი (სლოვენია) – 6:3, 6:3, 6:2 (მიმოხილვა) Please enable JavaScript EmbedCopy and paste this HTML […]
ცონგამ კარიერა ტრავმითა და ცრემლებით დაასრულა | VIDEO
მსოფლიოს ყოფილმა მე-5 ჩოგანმა, ჟო-ვილფრიდ ცონგამ კარიერა დაასრულა. ლეგენდარულმა ფრანგმა ჩოგბურთელმა კარიერის ბოლო მატჩი დღეს, როლან გაროსზე ჩაატარა. ცონგა კასპერ რუდის წინააღმდეგ 4 სეტიან დაძაბულ ბრძოლაში, 7:6; 6:7 2:6; 6:7 დამარცხდა. გადამწყვეტი ტაიბრეიკის წინ ჟოს მხრივ ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც ის ბურთის ძლიერად ჩაწოდებასაც ვერ ახერხებდა. The curtain comes down 😢@CasperRuud98 ends Tsonga’s farewell tour […]
0:2-დან 3:2 – ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის მეორე წრეშია
საფრანგეთის ღია პირველობის 1/64-ფინალში მსოფლიოს 24-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ამერიკელი მეტოქე, მაქსიმ კრესი (62) 5 სეტში, ანგარიშით 3:6, 2:6, 7:6, 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის 1/32-ფინალში გავიდა. შეხვედრა 3 საათსა და 22 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა მატჩში 5 ეისი შეასრულა, მისმა მოწინააღმდეგემ კი – 42, ქართველმა ჩოგბურთელმა 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ამერიკელმა კი – 19. მომდევნო […]
როლან გაროსის წილისყრის შედეგები | ნადალი Vs. ჯოკოვიჩი 1/4 ფინალში?
დღეს როლან გაროსის ძირითადი ბადის წილისყრა გაიმართა. საფრანგეთის ღია პირველობის ოფიციალური შედეგების მიხედვით, წლევანდელ ტურნირზე გულშემატკივარმა, შესაძლოა, რაფაელ ნადალისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის დაპირისპირება 1/4-ფინალში იხილოს. ლეგენდარული ჩოგბურთელები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. ნოვაკი პირველ რაუნდში იოშიტო ნიშიოკას შეხვდება, ხოლო რაფა – ჯორდან თომპსონს. აღსანიშნავია, რომ 1/4-ფინალურ წყვილში გამარჯვებულის პოტენციური მეტოქე კარლოს ალკარასია. 19 წლის ესპანელი ტალანტი […]
როლან გაროსი | ეკო გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალში დამარცხდა
ეკო გორგოძისთვის როლან გაროსის გათამაშება კვალიფიკაციის ნახევარფინალში დასრულდა. დღეს ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის ფრანგ, ოუშელ ბაბელისთან (654) დაძაბულ შეხვედრაში, 6:1; 4:6; 4:6 დამარცხდა. მიუხედავად კარგი სტარტისა, ეკომ ახალგაზრდა მეტოქის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა. ეკო გადამწყვეტი სეტის მე-7 გეიმში ბრეიკით 4:3 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება მან ვერ მოახერხა და როლან გაროსის ძირითად ბადეში მოხვედრის შესანიშნავი შანსი […]