Belive

დიმიტროვი კორონავირუსისგან განიკურნა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოვლენა "ადრია ტურის" ასპარეზი გახლდათ. ზემოთხსენებული ტურნირი დასკვნით ფაზამდე ვერ მივიდა, ვინაიდან რამდენიმე ცნობილი სპორტსმენი Covid-19-ით დაინფიცირდა. დაინფიცირებულებს შორის იყვნენ ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან - ნოვაკ ჯოკოვიჩი, გრიგორ დიმიტროვი, ბორნა ჩორიჩი და ა.შ. რამდენიმე დღის წინ ნოვაკ ჯოკოვიჩი ოფიციალურად განიკურნა Covid-19-სგან, მის კვალს კი ახლახანს გრიგორ დიმიტროვიც გაუყვა.
"Covid-19-ზე ჩატარებული ტესტირების შედეგი უარყოფითია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს. კარანტინის პერიოდში თქვენგან უდიდესი მხარდაჭერა მივიღე", - წერს დიმიტროვი.

სხვა სტატიები