Belive

დიმიტროვს კორონავირუსი დაუდასტურდა - ადრიატიკის ტური გაუქმებულია

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ბულგარელ ჩოგბურთელ გრიგორ დიმიტროვს კორონავირუსი დაუდგინდა. თანაც, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხორვატიაში, ადრიატიკის ტურზე ითამაშა და ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა. ტურნირის ფარგლებში, 29 წლის სპორტსმენი წინა კვირაში სერბეთში იმყოფებოდა, სადაც ათზე მეტ კოლეგასთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის ნოვაკ ჯოკოვიჩთან, დომენიკ ტიმთან და მიხეილ ზვერევთან. ჩორიჩთან წაგების შემდეგ, დიმიტროვი მონაკოში მდებარე სახლში დაბრუნდა, სადაც თავი ცუდად იგრძნო, COVID19-ზე ტესტი ჩაიტარა და დადებითი პასუხი მიიღო. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ტურნირის დირექტორმა გორან ივანიშევიჩმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და ადრიატიკის ტური გააუქმა. ATP ტურის დაბრუნება 14, ხოლო WTA-ს 17 აგვისტოს იგეგმება.

სხვა სტატიები