Belive

დოლგოპოლოვი უკრაინის ჯარში - ვეტერანი ჩოგბურთელი სამშობლოს იცავს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ცნობილი უკრაინელი ჩოგბურთელი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა. ვეტერანი სპორტსმენი, რომელმაც კარიერა 33 წლის ასაკში, ქრონიკული ტრავმის გამო დაასრულა, კიევის დაცვაში მონაწილეობს.

"ადრე იყო ჩოგნები, ახლა კი ეს," -
"გამარჯობა კიევო, მე დავბრუნდი, რათა დავიცვა ჩვენი სახლი. ერთ კვირაში რემბო არ ვარ, მაგრამ იარაღით თავს საკმაოდ კომფორტულად ვგრძნობ," - წერს დოლგოპოლოვი.
დოლგოპოლოვმა, რომელმაც კარიერაში ATP-ის სამი ტიტული მოიგო, თქვა, რომ უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ყოფილ ჯარისკაცებთან ერთად იარაღის გამოყენება ისწავლა. ალექსანდრმა წვრთნა თურქეთში გაირა, ამავდროულად, ოჯახის წევრები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.  
 
View this post on Instagram
 

A post shared by Alex Dolgopolov AKA "THE DOG" (@alexdolgopolov)

აღსანიშნავია, რომ დოლგოპოლოვის გარდა, უკრაინას მოქმედი ჩოგბურთელი, სერგეი სტახოვსკიც იცავს.

სხვა სტატიები