Belive

დომინიკ ტიმი ახალი კვირიდან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს დააფიქსირებს

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ახალი კვირიდან მსოფლიო რეიტინგის პირველ სამეულში ცვლილება იქნება. ავსტრიელი დომინიკ ტიმი, რომელიც მიმდინარე კვირაში არცერთ ტურნირზე არ ასპარეზობს ახალი კვირიდან მსოფლიო მე-3 ნომერი გახდება, ამის მიზეზი კი როჯერ ფედერერია, რომელიც გასულ წელს დუბაის ტურნირის ტრიუმფატორი გახდა, ხოლო წლევანდელ ასპარეზზე ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ იღებს. შეგახსენებთ, რომ დომინიკ ტიმს 7045 სარეიტინგო ქულა აქვს, ხოლო როჯერ ფედერერს 7130, ახალი კვირიდან შვეიცარიელ მაესტროს 500 ქულა ჩამოაკლდება და 6630 სარეიტინგო ქულით მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლებს.

სხვა სტატიები