Belive

დომინიკ ტიმი დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელებს არ დაეხმარება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის მოქმედი მე-3 ნომერი დომინიკ ტიმი ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ წამოწყებულ კამპანიას არ უერთდება. ჯოკოვიჩის კამპანია გულისხმობს დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელების დახმარებას, ვინაიდან კორონავირუსისგან გამოწვეული "უსპორტობისა" და "უტურნირობის" გამო არაერთ მათგანს კარიერის დასრულების საფრთხეც კი ემუქრებათ. ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ წამოწყებული კამპანიის შედეგად, დაბალრეიტინგიანი ჩოგბურთელებისათვის დასახმარებელ ფონდში უკვე რამდენიმე მილიონი დოლარი შეგროვდა, თუმცა დომინიკ ტიმი იმავეს გაკეთებას არ გეგმავს. "უამრავი ჩოგბურთელი მინახავს, რომელიც ITF-ის ეგიდით თამაშობს და საქმიანობას პროფესიონალური კუთხით საერთოდ არ უყურებს, ამის გამო არ მიმაჩნია სწორად, რომ მათ დავეხმარო. ვფიქრობ, ამ პერიოდში დახმარებას სხვა ადამიანები უფრო საჭიროებენ, ისინი ვინც სიცოცხლისათვის და გადარჩენისათვის იბრძვიან", - აცხადებს ავსტრიელი ჩოგბურთელი. ჯოკოვიჩის ინიციატივას განსხვავებით დომინიკ ტიმისაგან, სიამოვნებით შეუერთდნენ ლეგენდარული ჩოგბურთელები - როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი.  

სხვა სტატიები