Belive

დომინიკ ტიმის მიღწევები ამერიკის ღია პირველობაზე

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
13 აგვისტოს, მამაკაცებში ამერიკის ღია პირველობის ფინალური მატჩი შედგა, სადაც ერთამანეთს დომინიკ ტიმი და ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდნენ. ფინალი მეტად საინტერესო სცენატით განვითარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორივე ჩოგბურთელი კარიერაში პირველი სლემისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ კი უმძიმეს ბრძოლაში გამარჯვება ავსტრიელ ჩოგბურთელს - დომინიკ ტიმს ერგო. ამ გამარჯვებით ტიმმა არაერთი დიდებული მიღწევა დააფიქსირა:
  • 27 წლის ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად მოიგო დიდი სლემის ტურნირი
  • ამ გამარჯვებით გახდა პირველი ავსტრიელი ჩოგბურთელი, რომელმაც ამერიკის ღია პირველობა მოიგო
  • გახდა პირველი ჩოგბურთელი 1949 წლის შემდეგ, რომელმაც 2 სეტიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და მატჩი გამარჯვებით დაასრულა
იხილეთ მატჩის მიმოხილვა

სხვა სტატიები