Belive

დომინიკ ტიმი თანამედროვე ოთხეულს გამოეყო?

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ATP-ის ეგიდით ჩასატარებელი ტურნირები გაუქმდა, ჩოგბურთის მოყვარულებს შორის ATP-ის ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებულმა ფოტომ საკმაოდ დიდი ყურადღება მიიპყრო. ფოტოზე 8 ჩოგბურთელია გამოსახული, ATP-ის მიერ კი დაისვა შეკითხვა თუ, რომელ მათგანს ექნება უკეთესი წელი.

 
View this post on Instagram
 

Which of these men will step up in the desert? 🌵 #BNPPO20

A post shared by ATP Tour (@atptour) on

გულშემატკივართა ნაწილი უბრალოდ კამათობს იმაზე თუ ვინ მიაღწევს უკეთეს შედეგს 2020 წელს, ნაწილი კი პროტესტს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სიაში დომინიკ ტიმიც უნდა იყოს, ვინაიდან მათი აზრით ავსტრიელის ჯოკოვიჩის და ნადალის გვერდით ასე თამამად დაყენება ნაადრევია. შეგახსენებთ, რომ განახლებულ საჩოგბურთო რეიტინგში დომინიკ ტიმი, ჯოკოვიჩისა და ნადალის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერია.

სხვა სტატიები