Belive

ეკატერინე გორგოძე გდინიას ტურნირის 1/4-ფინალშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს რიგით მეორე ქალი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 208-ე პოზიციას იკავებს, პოლონეთის ქალაქ გდინიას ტურნირზე ასპარეზობს. ეკო ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, სადაც ორი შეხვედრა ძალიან დამაჯერებლად მოიგო - საყურადღებოა, რომ გორგოძემ საკვალიფიკაციო ეტაპის ორი შეხვედრის ჯამში მხოლოდ 5 გეიმი დათმო. გორგოძემ ტურნირის ძირითად ბადეში 1/16-ფინალურ ეტაპზე ანასტასია ზახაროვას 3-სეტიან დაპირისპირებაში სძლია, რითაც 1/8-ფინალური საგზური მოიპოვა, სადაც ოპონირება ვარვარლა ლეპჩენკომ გაუწია. ლეპჩენკო ამერიკის სახელით ასპარეზობს და მსოფლიო რეიტინგში 154-ე პოზიცია უკავია, ქართველ ჩოგბურთელთან შეხვედრაში ფავორიტად სწორედ ის იყო მიჩნეული, თუმცა გორგოძემ მოვლენები სრულიად სხვაგვარად განავითარა - შეხვედრა 2-სეტში, ანგარიშით 7:6(5); 6:2, ქართელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო ეტაპზე გორგოძის სავარაუდო მეტოქე ირინა მარია ბარა იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 116-ე ნომერია. Live.ge წარმატებებს უსურვებს ეკოს!

სხვა სტატიები