Belive

ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსის საგზური მოიპოვა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც წარმატებით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპის სამივე რაუნდი. საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გორგოძე, მსოფლიო რეიტინგის 231-ე ნომერ ელიცა კოსტოვას უპირისპირდებოდა და 2-სეტში, ანგარიშით – 7:6(5), 6:3 სძლია, ხოლო ფინალურ ეტაპზე ნურია პარიზას-დიასს, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 165-ე პოზიციაზე იმყოფება, 2-სეტში, ანგარიშით - 6:3, 6:4 მოუგო. შესაბამისად ქართველმა ჩოგბურთელმა 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირზე, როლან გაროსზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც რეიტინგის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლის დაფიქსირება შეეძლება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ეკო გორგოძეს!

სხვა სტატიები