ეკო გორგოძე დიდი სლემის ტურნირზე

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე პირველად საკუთარი კარიერის ისტორიაში დიდი სლემის ტურნირზე მოსახვედრად იბრძოლებს. 27 წლის ქართველი 1 კვირაა ნიუ იორკშია და ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად ემზადება, ამისთვის მას საკვალიფიკაციო რაუნდების დაძლევა მოუწევს.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე 16 წლის ქეით მაკნელია მსოფლიო რეიტინგის 707-ე ნომერი, თავად ეკო ბოლო 10 თამაშიანი წაუგებელი სერიისა და ზედიზედ მოგებული 2 ტურნირის წყალობით (HECHINGEN ITFდა ASTANA ITF) საგრძნობლად დაწინაურდა რეიტინგში და დღევანდელი მდგომარეობით 167-ე ნომერია.

იმ შემთხვევაში თუ ეკო საკვალიფიკაციო ეტაპის საფინალო რაუნდამდე მიაღწევს, საკმაოდ რთული მეტოქე ელოდება ეუჟენი ბუშარის სახით, რომელიც ჩინელ ქეროლ ჟაოს შეხვდება და უდიდესი ალბათობით შეძლებს მის დამარცხებას.

წარმატებები ვუსურვოთ ეკო გორგოძეს და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

 

(27)

ეკო გორგოძე დიდი სლემის ტურნირზე

სტატიის ავტორი
-