Belive

ეკო გორგოძე პოლონეთის ტურნირის გამარჯვებულია!

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ეკატერინე გორგოძე პოლონეთის 60-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში კლოე პაკე (249) მძიმე ბრძოლაში, 7:6; 0:6; 6:4 დაამარცხა. დაპირისპირება, რომელიც 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა, ძალიან დაძაბული გამოდგა. გორგოძემ 4 ბრეიკ პოინტის შესრულება მოახერხა, ფრანგმა ჩოგბურთელმა კი ქართველის ჩაწოდებაზე 6 გეიმი მოიგო. შეგახსენებთ, რომ ეკოს, ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად, ოლიმპიურ თამაშებზე, წყვილთა თანრიგში უნდა ეთამაშა. ლიცენზიის მოპოვების მიუხედავად, გაუგებრობის გამო, ქართველების ნაცვლად ტოკიოში ბრაზილიელები გაემგზავრნენ.  

სხვა სტატიები