Belive

ეკო გორგოძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ეტაპზეა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს, სადაც წარმატებით დაძლია, როგორც პირველი, ასევე მეორე რაუნდი. საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გორგოძე, მსოფლიო რეიტინგის 231-ე ნომერ ელიცა კოსტოვას უპირისპირდებოდა და 2-სეტში, ანგარიშით - 7:6(5), 6:3 სძლია. ფინალურ ეტაპზე ეკო გორგოძის მეტოქე ნურია პარიზას-დიასი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 165-ე პოზიციას იკავებს. იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით დაძლევს ბოლო ეტაპსაც, როლან გაროსის ძირითად ბადეში მოხვდება. Live.ge წარმატებებს უსურვებს ეკო გორგოძეს!

სხვა სტატიები