Belive

როლან გაროსი | ეკო გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალში დამარცხდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ეკო გორგოძისთვის როლან გაროსის გათამაშება კვალიფიკაციის ნახევარფინალში დასრულდა. დღეს ქართველი ჩოგბურთელი 18 წლის ფრანგ, ოუშელ ბაბელისთან (654) დაძაბულ შეხვედრაში, 6:1; 4:6; 4:6 დამარცხდა. მიუხედავად კარგი სტარტისა, ეკომ ახალგაზრდა მეტოქის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხა. ეკო გადამწყვეტი სეტის მე-7 გეიმში ბრეიკით 4:3 დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება მან ვერ მოახერხა და როლან გაროსის ძირითად ბადეში მოხვედრის შესანიშნავი შანსი ხელიდან გაუშვა. საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა ოუშელ ბაბელის წინააღმდეგ 26 ვინერსი შეასრულა. ეკოს თამაშში 55 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, რაც მეტოქეზე 15-ით მეტი გამოდგა. საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშის უფლების მოსაპოვებლად ხვალ ერთმანეთს ოუშელ ბაბელი (654) და რუსი, ოქსანა სელეხმეტევა (198) დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები