Belive

ეკო გორგოძე US OPEN-ს გამოეთიშა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საქართველოს პირველი ნომერი - ეკო გორგოძე ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო რაუნდში ასპარეზობისას მეორე ეტაპზე, კანადელ ეჟენი ბუშართან 2 სეტში დამარცხდა. მატჩის დასაწყისში ბუშარმა საკუთარი მოწოდება აიღო, შემდეგ კი ჩოგბურთელებმა მოწოდებები გაცვალეს - ორივემ დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ ეკოსთვის ეს ერთადერთი გეიმი აღმოჩნდა პირველ სეტში. მეორე სეტიც კანადელი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა, რაც ანგარიშზეც აისახა - 6:2. შეგახსენებთ 27 წლის ქართველისთვის ეს პირველი დიდი სლემის ტურნირი იყო, ამ მატჩამდე ეკოს 11 თამაშიანი წაუგებელი სერია ჰქონდა.

სხვა სტატიები