Belive

ეკო გორგოძემ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
24 მაისიდან სტარტი აიღო 2021 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტიტულის, როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპმა, სადაც მონაწილეობას იღებს ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე. გორგოძის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 142-ე ნომერი, რენატა ზარაზუა გახლდათ, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით ასპარეზობდა. საბოლოოდ, 3-სეტიანი დაძაბული ბრძოლის გამარჯვებული ეკო გორგოძე აღმოჩნდა, რომელმაც მეტოქეს - 6:2, 4:6, 6:4 სძლია. საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო რაუნდში გორგოძის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 231-ე ნომერი, ელიცა კოსტოვა, იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ეკოს ერთადერთი შეხვედრა დარჩება მოსაგები, რათა დიდი სლემის ტურნირის მთავარ ბადეში მოხვდეს. Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს!

სხვა სტატიები