Belive

ეკო გორგოძემ რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა!

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის 168-ე და საქართველოს პირველი ნომერი, 26 წლის ეკო გორგოძე ბიარიცის ITF ტურნირზე ასპარეზობს, სადაც პირველ შეხვედრაში რეიტინგის 154-ე ნომერ რუს ირინა ხრომაჩევას დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი მეტოქე პირველ სეტში დამაჯერებელი ანგარიშით - 6:3 დაამარცხა. რაც შეეხება მეორე სეტს, დაძაბულ ბრძოლაში ეკო ტაიბრეიკზე ანგარიშით - 6:7 (8:10) დამარცხდა. დასკვნით სეტში საქართველოს პირველმა ნომერმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და მშრალად დაამარცხა ანგარიშით - 6:0. ეკოს მომდევნო მეტოქე ვერონიკა კეპედესა და პაულა ორმაეჩეას შორის გამარჯვებული იქნება. Live.ge-ს სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ ჩოგბურთელს.

სხვა სტატიები