ეკო გორგოძის ფანტასტიკური მოგება

45
ნახვა

ეკო გორგოძემ კარიერის მანძილზე პირველად იასპარეზა დიდი სლემის ტურნირზე, მატჩი 22 აგვისტოს თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყო. პირველი სეტი ეკომ მშრალად დათმო 6:0, ხოლო მეორე სეტში მატჩ პოინტი 3-ჯერ ჰქონდა ახალგაზრდა ამერიკელ მაკნეილს, თუმცა ვერ შეძლო ვერცერთი მათგანის რეალიზება, ეკომ კი ზედიზედ 6 მოგებული გეიმის საშუალებით 5:7 იმარჯვა.

მესამე სეტის დასაწყისიდანვე საქართველოს პირველმა ნომერმა უპირატესობა მოიპოვა, მაკნეილმა ვერ მოახერხა ვერცერთი ბრეიკ პოინტის გამოყენება, რასაც ეკომ მეორე ბრეიკით უპასუხა და მატჩი 3 სეტში ანგარიშით 6:0, 5:7, 2:6 დასრულდა.

როგორც ყველასათვის მოსალოდნელი იყო ეკოს შემდეგი მეტოქე ეუჟენი ბუშარია, რომელმაც თავისი თამაში ძალიან მარტივად 2 სეტში მოიგო და მოწინააღმდეგეს მხოლოდ 1 გეიმის მოგების საშუალება მისცა ჯამში.

ეკოსა და ეუჟენის მატჩი 23 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

კიდევ და კიდევ წარმატებები ქართველ ჩოგბურთელს.

(45)

ეკო გორგოძის ფანტასტიკური მოგება

სტატიის ავტორი
-