Belive

ენდი მარი 2022 წელს გამომუშავებულ თანხას უკრაინელ ბავშვებს გადაურიცხავს

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
სპორტული გამოცემები, ისევე როგორც ზოგადად მსოფლიო მედია, რუსეთ-უკრაინის ომმა და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მოიცვა.  რუსეთ-უკრაინის ომმა, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო ერთი მიზნით გააერთიანა. ბუნებრივია, რომ ეს მიზანი შემდეგია - ბოროტების წინააღმდეგ, სიკეთის გამარჯვება ანუ უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება. აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი ქმედებებით მიდიან, როგორც რიგით ადამიანები, ასევე ცნობილი ფიგურებიც, მათ შორის სპორტსმენები. ახლახანს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მსოფლიო ჩოგბურთის მოქმედმა ლეგენდარულმა მოთამაშემ, ენდი მარიმ 2022 წელს გამომუშავებული თანხის გადარიცხვა უკრაინელი ბავშვების დასახმარებელ ფონდში გადაწყვიტა.

"ის კადრები და სურათები, რომლებიც მთელმა მსოფლიომ ნახა, იყო ნამდვილი სისასტიკე." "შვილები მე თვითონაც მყავს და როდესაც ბავშვების ტანჯვას ვხედავ, ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია. 2022 წელს გამომუშავებულ თანხას უკრაინელი ბავშვების დასახმარებელ ფონდში ჩავრიცხავ." "ეს არის ის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც ამ ადამიანებისთვის შემიძლია, რათა მიიღონ სრულფასოვანი განათლება, ფსიქოლოგიური თანადგომა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ იმისათვის, რომ სუფთა წყალი დალიონ." "2022 წელს განსაკუთრებულად კონცენტრირებულად და მოტივირებულად ჩავატარებ - უკრაინელი ბავშვებისთვის!", -  განაცხადა 2-გზის უიმბლდონის ჩემპიონმა და მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა.

სხვა სტატიები