Belive

ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობიდან მოეხსნა. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა მორიგი ტრავმა მიიღო. "ვვარჯიშობდი, რათა თავი იმ ფორმაში  დამებრუნებინა, რომელშიც საუკეთესო წლებში ვიყავი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ვითამაშებ," - თქვა ენდიმ. როგორც ცნობილია, 32 წლის ჩოგბურთელმა მენჯი დაიზიანა და ტურნირს სწორედ ამიტომ დააკლდება. აღსანიშნავია, რომ წინა ტრავმის გამო ხანგძლივი დროის გამოტოვების შემდეგ დაბრუნებული ენდი მარი შესანიშნავ ფორმაში იყო. ბრიტანელმა ანტვერპის ტურნირი მოიგო და ზედიზედ 6 თამაშის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო.

სხვა სტატიები