Belive

ენდი მარი ავსტრალიის ღია პირველობაზე ითამაშებს

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ენდი მარისათვის 2019 მოულოდნელობებით აღსავსე წელი აღმოჩნდა, მან წლის დასაწყისში კარიერის დასრულება დააანონსა, რის შემდეგაც ფეხზე ქირურგიული ჩარევა მოუწია. ოპერაციის შემდეგ მსოფლიოს რეიტინგის ექს-ლიდერმა საკუთარ თავში ძალები გამონახა და კორტზე დაბრუნება მოახერხა, მან შერეულ წყვილთა თანრიგში უიმბლდონზე სერენა უილიამსთან ერთად იასპარეზა, შემდეგ კი წყვილთა თანრიგში რამდენიმე ტურნირზე წარსდგა. ენდი მარი ერთეულთა თანრიგში სულ ახლახანს დაბრუნდა კორტზე, ამჟამად ის შანხაის მასტერსზე ასპარეზობს და მეორე ეტაპზე ფაბიო ფონინის წინააღმდეგ იასპარეზებს. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე - ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზებს. მოგეხსენებათ, რომ დიდი სლემის ტურნირი 3 სეტის მოგებამდეა, რაც კიდევ უფრო დიდ გამძლეობას მოითხოვს, ვიდრე სხვა ტურნირები - შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ენდი მარი დიდი ჩოგბურთის სათამაშოდ სრულ მზადყოფნაშია.

სხვა სტატიები