Belive

ენდი მარი ბრუნდება - ტურნირს ბრიტანელთა ბრძოლა ჰქვია

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ენდი მარი ჩოგბურთს დახურულ კარს მიღმა გასამართ ტურნირზე უბრუნდება, რომელიც 23-28 ივნისს ლონდონში გაიმართება. ტურნირი სახელად - "ბრიტანელთა ბრძოლა" 33 წლის ჩოგბურთელის ძმის ჯეიმის მიერ არის ორგანიზებული. შეგახსენებთ, რომ ენდი კორტზე ნოემბრის შემდეგ არ გასულა. ბოლოს გამოცდილმა ჩოგბურთელმა დევისის თასის ფინალურ ეტაპზე ითამაშა, თუმცა შემდგომ ბარძაყის ტრავმა მიიღო. მარი დაბრუნებას მაიამის ღია პირველობაზე გეგმავდა, თუმცა კორონავირუსმა მისი გეგმები შეცვალა. როგორც ცნობილია, ამხანაგურ ტურნირზე, შესაძლოა, დენი ევანსი და კაილ ედმუნდიც ვიხილოთ.
"მოხარული ვართ ჯეიმი მარის ტურნირ "ბრიტანელთა ბრძოლის" მასპინძლობის გამო ჩოგბურთის ეროვნულ ცენტრში, 23-28 ივნისს," - ნათქვამია ბრიტანული ჩოგბურთის მმართველ ორგანოში.

სხვა სტატიები