Belive

ენდი მარი: "ჩოგბურთი უკანასკნელი სპორტი იქნება, რომელიც განახლდება"

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
კორონავირუსის გამო საჩოგბურთო სამყარო, სხვა უამრავი სპორტის სახეობების მსგავსად, სრულიად უფუნქციოა. ამჟამად უმაღლეს საჩოგბურთო ორგანიზაციებში განიხილავენ ერთ მთავარ საკითხს, თუ როდის და რა პირობებში არის შესაძლებელი ჩოგბურთის განახლება. მსოფლიო ჩოგბურთის ყოფილი ლიდერი ენდი მარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს, რომლითაც ჩოგბურთის ქომაგები კმაყოფილნი არ დარჩენილან. "ვფიქრობ, ჩოგბურთი უკანასკნელი სპორტი იქნება, რომელიც განახლდება. ჩემი ასეთი აზრი ერთ მთავარ მოტივს ემყარება - შეუძლებელია ჩოგბურთელებისა და მწვრთნელების ერთ სივრცეში თავშეყრა იმ პირობებში, როცა მსოფლიოში ასეთი ვითარებაა" "გაითვალისწინეთ, რომ ჩოგბურთელები, მწვრთნელები და სხვა დანარჩენი მნიშვნელოვანი ფიგურები, ძირითადად თავიანთ სამშობლოებში აფარებენ თავს პანდემიას. ამას ემატება მუდმივი მოგზაურობა, რომელიც ტურნირების მასპინძელი სხვადასხვა ლოკაციიდან გამომდინარეობს"  "სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩები თუ სექტემბერში მაინც მოხერხდება პროფესიონალური ტურის განახლება", - აცხადებს ბრიტანელი ჩოგბურთელი.

სხვა სტატიები