Belive

ენდი მარი: "პირობას ვდებ, რომ ჩემი სათამაშო დონე სულ უფრო გაუმჯობესდება"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დიდ ბრიტანეთში მიმდინარე საჩვენებელი სახის საჩოგბურთო ტურნირში მსოფლიო ჩოგბურთის გამორჩეული ფიგურა - ენდი მარი მონაწილეობს. ბრიტანელი ჩოგბურთელი 2019 წლის ნოემბრის შემდეგ კორტზე პირველად სწორედ აღნიშნულ ტურნირზე დაბრუნდა. მარიმ პირველ შეხვედრაში მარტივად, ანგარიშით - 6:2, 6:2 ლიამ ბროუდი დაამარცხა. რაც შეეხება გუშინდელ, 24 ივნისის, მატჩს, რომელიც მარისა და ედმუნდს შორის გაიმართა, შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. კაილი ედმუნდმა მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი 3 სეტში, ანგარიშით - 6:7(2), 7:6(5), 10:5 დაამარცხა. მედიაგამოცემა Eurosport-ი ტრადიციულად საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს ენდი მარისა და მის საჩოგბურთო ასპარეზს, ამჯერად ბრიტანელმა ჩოგბურთელმა მათთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამ ტურნირში მონაწილეობის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ მისმა ფიზიკურმა მზაობამ დამაკმაყოფილებელ დონეს მიაღწიოს და ყველაფერმა ტრავმის გარეშე ჩაიაროს.
"ჩემთვის მთავარია, რომ შეხვედრებმა ისე ჩაიაროს, რომ ძველი ტრავმები არ გამიმიზეზდეს"  "იმ შემთხვევაში, თუ სრულფასოვნად შევძლებ ვარჯიშსა და ტურნირებზე გამოსვლას, პირობას ვდებ, რომ ჩემი სათამაშო დონე სულ უფრო გაუმჯობესდება და მაქსიმალურად ვეცდები ძველი საჩოგბურთო ფორმის აღდგენას", - აცხადებს ენდი მარი.

სხვა სტატიები