Belive

ენდი მარიმ ანტვერპენის ტურნირი მოიგო!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
პლანეტის ყოფილი პირველი ნომერი ენდი მარი საჩოგბურთო სამყაროში სულ ახლახანს დაბრუნდა (ერთეულთა თანრიგში), რა დროშიც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი სიდიადე. გასულ კვირაში ენდი მარიმ ანტვერპენის 250-ქულიან ტურნირზე იასპარეზა, სადაც შესანიშნავი ჩოგბურთი ითამაშა, რომლის წყალობითაც ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. საფინალო შეხვედრაში ენდი მარი უძლიერეს შვეიცარიელ ჩოგბურთელს, სტენ ვავრინკას დაუპირისპირდა, რომელთანაც საოცარი შეხვედრის "დაქამბექება" მოახერხა. პირველი მოგებული სეტის შემდეგ ვავრინკა მეტოქეს მეორე სეტს ბრეიკის უპირატესობით უგებდა, ანგარიშით 1:3-ზე, როდესაც ენდი აწვდიდა შვეიცარიელს მეორე ბრეიკის შესრულების ორმაგი შანსიც ჰქონდა, თუმცა ბრიტანელმა არამც თუ მეორე ბრეიკი, არამედ მეტოქეს უკუბრეიკი გაუკეთა, საბოლოოდ კი სეტი საკუთარ აქტივში მიიწერა - 6:4. მესამე გადამწყვეტ სეტში 5-ბრეიკი შესრულდა, აღსანიშნავია, რომ ვავრინკას რამდენიმე "ფარული მატჩ-პოინტიც" ჰქონდა, თუმცა ენდი მარიმ ანგარიშით 5:4-ზე, მაშინ როდესაც მეტოქე აწვდიდა, პირველივე მატჩ-პოინტი გამოიყენა და ანტვერპენის ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. შეხვედრის ვიდეომიმოხილვა: 

სხვა სტატიები