Belive

ენდი მარიმ პეკინის ტურნირზე მორიგი შეხვედრა მოიგო - წინ ურთულესი გამოწვევაა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ენდი მარი პეკინის 500-ქულიან ტურნირზე ასპარეზობს, სწორედ იქ სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ტიტულის დასაცავად იბრძვის. ბრიტანელი ჩოგბურთელის მეტოქე პირველ ეტაპზე მსოფლიოს მე-13 ნომერი მატეო ბერეტინი გახლდათ, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში გაუმკლავდა. ექსპერტების აზრით მარისა და ბერეტინის შეხვედრაში ფავორიტად იტალიელი იყო მიჩნეული, თუმცა მათი ვარაუდი არ გამართლდა. რაც შეეხება მეორე რაუნდს, ყოფილი პირველი ნომრის ოპონენტი კამერუნ ნორი გახლდათ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, პირველი სეტის ტაი-ბრეიკი მარიმ მოიგო, მეორე სეტის ტაი-ბრეიკი კი ნორიმ. მესამე და გადამწყვეტ სეტში ენდი ძალიან დამაჯერებელი და ფაქტობრივად უშეცდომო გახლდათ, მან მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო. ამრიგად, ენდი მარი პეკინის ტურნირის 1/4-ფინალშია, სადაც მისი მეტოქე დიდი ალბათობით ტურნირის პირველი ნომერი დომინიკ ტიმი იქნება.

სხვა სტატიები