Belive

ენდი მარის დედა: "ენდიმ შესაძლოა კარიერა გააგრძელოს"

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
3-გზის დიდი სლემის ჩემპიონმა, ყოფილმა პირველმა ნომერმა ენდი მარიმ 2019 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირის წინ კარიერის დასრულება "დააანონსა", მან განაცხადა, რომ შესაძლოა ეს იყოს უკანასკნელი ტურნირი მისი კარიერის განმავლობაში. იყო მოსაზრება, რომ ბრიტანელს შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ უიმბლდონზეც ეასპარეზა, თუმცა მელბურნში რობერტო ბაუტისტა-აგუტთან პირველ რაუნდში მარცხის შემდეგ ენდიმ პუბლიკას სიტყვით მიმართა, სადაც განაცხადა, რომ უმძიმესი ოპერაცია აქვს გადასატანი და თუ ჯანმრთელობა შანსს მისცემდა ითამაშებდა, თუმცა ისიც განაცხადა, რომ ამის შანსი ძალიან მცირე გახლდათ. რამდენიმე საათის წინ "EUROSPORT"-თან ინტერვიუს დროს ენდის დედამ, ჯუდი მარიმ განაცხადა, რომ მისი აზრით ენდი ოპერაციის შემდგომ კარიერას გააგრძელებდა. "ენდი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, მას ჩოგბურთის მიღმა ცხოვრებაში უამრავი ინტერესი აქვს და საკმაოდ ბევრ ასპექტში შეუძლია მოღვაწეობა. მას ასევე საკმაო რაოდენობის ინტერესები აქვს და შეუძლია დარჩენილი ცხოვრება სხვა საკითხებს მიუძღვნას, თუმცა მერწმუნეთ მთავარი მისთვის ჩოგბურთია და მგონია, რომ კარიერას გააგრძელებს", - განაცხადა ჯუდი მარიმ.  

სხვა სტატიები