Belive

ენდი მარის ღირსეული საქციელი

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს საჩოგბურთო სამყაროსთვის კარგად ცნობილი ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდი მარი კორტზე ბრუნდება, იგი ავსტრალიის ღია პირველობისათვის ემზადება. მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვარჯიშზე ნოვაკ ჯოკოვიჩს ეთამაშებოდა, რომელთანაც საკმაოდ ცუდად მარცხდებოდა. ანგარიშით 6:1, 4:1-ზე მან მსოფლიოს ამჟამინდელ პირველ ნომერთან ვარჯიში შეწყვიტა. შეხვედრას გულშემატკივრებიც ესწრებოდნენ. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა საკუთარ სოციალურ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც იგი საკუთარ უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს გამოხატავდა ბრიტანელი ჩოგბურთელის მიმართ. ქომაგის პოსტმა ბრიტანელ ჩოგბურთელამდეც მიაღწია, რაზეც მისი რეაქცია ღირსეული და ნამდვილი სპორტსმენისთვის დამახასიათებელი გახლდათ. ენდი მარი მის გულშემატკივარს კომენტარის სახით გამოეხმაურა, გამოთქვა საკუთარი გულისტკივილი, რომ ვარჯიშზე კარგად ვერ ითამაშა და ქომაგს მისი პირველი რაუნდის შეხვედრის დასასწრები ბილეთი შესთავაზა.  
 

სხვა სტატიები