Belive

ენდი მარიმ ამერიკის ღია პირველობაზე იასპარეზებს

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ენდი მარი მზად არის 14 თვიანი პაუზის შემდეგ ითამაშოს პირველი დიდი სლემის ტურნირი. 31 წლის ბრიტანელს 2017 წლის უიმბლდონის 1/4 ფინალში წაგების შემდეგ დიდი სლემის ტურნირზე არ უასპარეზია. წლევანდელი უიმბლდონის ტურნირზე შოტლანდიელი არ ყოფნის მიზეზად ასახელებს იმას რომ არ იყო მზად 5 სეტიანი მატჩების ჩასატარებლად. ენდი მარის პირველი დიდი სლემი სწორედ ამერიკის ღია პირველობა იყო 2012 წელს. ენდის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი იყო, მაგრამ ამჟამად გაცდენილი სეზონის გამო იგი 378-ე პოზიციაზე ხვდება ამერიკის ღია პირველობას. ბრიტანელმა ითამაშა ვაშინგტონის და ცინცინატის ტურნირებზე. ვაშინგტონში 3 თამაშის მოგების შემდეგ, ფრანგ მსოფლიოს მე-17 ნომერ ლუკა პუიესთან დამარცხდა, ხოლო ცინცინატის მასტერსზე პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობას.

სხვა სტატიები