Belive

ენდი მარი ცინცინატს დაემშვიდობა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ დიდ ჩოგბურთს 31 წლის ბრიტანელი ენდი მარი დაუბრუნდა, იგი ვაშინგტონის ტურნირზე 3 თამაშის მოგების შემდეგ მოეხსნა და ალექს დე მინაურთან შეხვედრა მეოთხედფინალში ვეღარ მოახერხა. ენდიმ ცინცინატის ტურნირში მონაწილეობა გადაწყვიტა, სადაც საწყის სტადიაზე როჯერ ფედერერთან იკვეთებოდა მისი გზა, თუმცა როგორც ჩანს კიდევ არ აღმოჩნდა სრულყოფილად მზადყოფნაში და ფრანგ ლუკა პუიესთან 3 სეტიან ბრძოლაში 2:1 დამარცხდა (6:1 1:6 6:4). საინტერესოა ვიხილავთ თუ არა ენდი მარის ამერიკის ღია პირველობაზე.

სხვა სტატიები