Belive

ერთი ნაბიჯი ფედერერამდე - ბასილაშვილი 262-ე ჩოგანს შეხვდება

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დოჰაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მალეკ ჯაზირია (262). ტუნისელმა ჩოგბურთელმა, რომელიც ყატარში Wild Card-ით მოხვდა, სლოვენიელი ნორბერტ გომბოსი (95) 2 სეტში დაამარცხა. ბასილაშვილი ჯაზირის ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, როჯერ ფედერერს დაუპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიელს დანიელ ევანსის სახით ძლიერი მეტოქე ჰყავს, დიდია იმის შანსი, რომ ყატარში ბასილაშვილი ლეგენდარულ ჩოგბურთელს შეხვდეს. ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მალეკ ჯაზირის შორის თამაში ხვალ, 18:30 წუთზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები