ეშლი ბარტი შემაჯამებელი ტურნირის ტრიუმფატორია

105
ნახვა

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ქალთა ერთეულთა თანრიგში ეშლი ბარტი გახლავთ, რომელიც შენჟენში წლის შემაჯამებელ ტურნირზეც ანალოგიური რანგით იყო წარდგენილი.

ეშლი ბარტიმ ჯგუფურ ეტაპზე 3 ჩატარებული მატჩიდან 2 წარმატებით დაასრულა, რის ხარჯზეც ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე კარი პლიშკოვა გახლდათ, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით – 4:6, 6:2, 6:3 გაიმარჯვა.

ფინალში ავსტრალიელი ჩოგბურთელი ბრწყინვალედ მოასპარეზე ელინა სვიტოლინას შეხვდა, რომელიც აღნიშნულ ეტაპამდე დაუმარცხებლად მივიდა, თუმცა შეხვედრაში გამოჩნდა, რომ უკრაინელ ჩოგბურთელს წარმატებული სვლის დასაგვირგვინებლად ძალა აღარ ეყო და პლანეტის პირველ ნომერთან 2-სეტში, ანგარიშით – 6:4, 6:3 დამარცხდა.

ამრიგად, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელის ეშლი ბარტის ბრწყინვალე სეზონი ბრწყინვალედვე დაასრულდა.

 

 

(105)

ეშლი ბარტი შემაჯამებელი ტურნირის ტრიუმფატორია

| ATP/WTA, ჩოგბურთი |
სტატიის ავტორი
-