Belive

Eurosport-ის გამოკითხვის ფინალი - ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი ნოვაკი თუ როჯერი?

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
კორონავირუსისაგან გამოწვეული სპორტული ღონისძიებების შეჩერების შედეგად სოციალურ მედიაში აქტიურად დაინერგა ვირტუალური სპორტული შეჯიბრებების ჩატარება, სადაც გამარჯვებული მიღებული ხმების მიხედვით ვლინდება. სულ ახლახანს Eurosport-მა გადაწყვიტა, რომ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი გამოევლინა. Eurosport-მა ვირტუალურ შეჯიბრში მონაწილეობის პატივი მხოლოდ 8 ფენომენალურ ჩოგბურთელს დასდო, ესენი არიან - როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, პიტ სამპრასი, ბიერნ ბორგი, ჯონ მაკინროი, როდ ლეივერი და ბორის ბეკერი. გულშემატკივართა ხმების შედეგად ამჟამად ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი არიან მოხვედრილნი, სადაც ძალიან დიდი სხვაობით იმარჯვებს სერბი ჩოგბურთელი. ამჟამა 376769 ხმაა მიღებული, გასაკვირია, რომ შვეიცარიელს მხოლოდ 6% უჭერს მხარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ახლახანს კომენტარი გააკეთა მსოფლიოს ყოფილმა მე-4 ნომერმა, პეტ კეშმა, მან დიდი სამეულის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საუკეთესო ერთპიროვნულად ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომელის შემდეგად რაფაელ ნადალი დაასახელა და არა როჯერ ფედერერი. როგორც ჩანს ლეგენდარული შვეიცარიელი ავსტრალიელი ჩოგბურთელის სიმპათიებით ვერ სარგებლობს.

სხვა სტატიები