Belive

ეჟენი ბუშართან პაემანი 85 000 დოლარი ღირს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ცნობილმა ჩოგბურთელმა და მოდელმა ეჟენი ბუშარმა თავის სოციალური ქსელის გვერდზე საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. ბუშარი ქველმოქმედებაში ჩაერთო და აპირებს მოაწყოს აუქციონი. აუქციონი შემდეგში მდგომარეობს - ის ადამიანი, რომელიც 85 000 დოლარს გადაიხდის, შეეძლება პაემანზე ეჟენისთან ერთად წავიდეს. გამარჯვებულს ასევე შეეძლება ნებისმიერ დიდი სლემის ტურნირზე, რომელსაც თვითონ ამოირჩევს, ბუშარის "ბოქსში" დაჯდეს და იქიდან უყუროს თამაშს. აუქციონის მინიმალური თანხა 2500 დოლარი გახლავთ, მაქსიმალური კი 85 000. გადახდილი თანხა მოხმარდება ქველმოქმედებას. მთლიანი თანხით, ამერიკაში გაჭირვებულ და მიუსაფარ ბავშვებს გამოკვებავენ. ეს შემთხვევა პირველი არ გახლავთ, ბუშარმა 2017 წელს მოაწყო იგივე სახის აუქციონი, სადაც გამარჯვებულთან ერთად პაემანზე წავიდა.

სხვა სტატიები