Belive

ევროპის ღია პირველობა - ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ჰამბურგში სტარტი აიღო ევროპის ღია პირველობამ, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. 29 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული ორჯერ გახდა, თავისი პირველი შეხვედრისთვის ემზადება. ბასილაშვილი ჰამბურგში მე-3 განთესილია და პირველ წრეში ის ისვენებდა. მეორე ეტაპზე კი ნიკოლოზის მეტოქე 20 წლის არგენტინელი, სებასტიან ბაეზი იქნება. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 164-ე ადგილზეა, 1/16 ფინალში სორენტინ მუტე (94) ორ სეტში დაამარცხა. ბასილაშვილისა და ბაეზის დაპირისპირება ხვალ, 13 საათზეა ჩანიშნული. ჰამბურგის ღია პირველობა ATP-ის 500-იანთა თანრიგიდანაა, მისი საპრიზო ფონდი 1 030 900 ევროა.

სხვა სტატიები