Belive

ევროპის ღია პირველობა ჰამბურგში - ბასილაშვილი ტურნირში მე-2 რაუნდიდან ჩაერთვება

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

12 ივლისს ჰამბურგში ATP-ის 500-იანი სერიის ტურნირი - ევროპის ღია პირველობა დაიწყება. მსოფლიოს 29-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ჰამბურგის ღია პირველობის 2-გზის გამარჯვებულია, ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ორშაბათს, 12 ივლისს, ალიაჟ ბედენესა და კორანტენ მუტეს დაპირისპირებაში გაირკვევა. ნიკოლოზი ტურნირში მე-3 ნომრადაა განთესილი და მასზე წინ მხოლოდ სტეფანოს ციციპასი და პაბლო კარენო ბუსტა არიან. ევროპის ღია პირველობის საპრიზო ფონდი წელს 1,030,900 ევროა, რაც შარშანდელთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ანდრეი რუბლიოვია, რომელმაც გასულ წელს ფინალში სტეფანოს ციციპასი დაამარცხა.


სხვა სტატიები