Belive

ფედერერი, ნადალი, უილიამსი და სხვა ჩოგბურთელები ავსტრალიაში ხანძრის ჩასაქრობად გაერთიანდნენ

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
უცხოურ მედიაში გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, სერენა უილიამსი და სხვა ჩოგბურთელები ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე საქველმოქმედო საჩვენებელ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩოგბურთელების მონაწილეობით გამართული საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა, ავსტრალიაში მძვინვარე ხანძრის ჩასაქრობად დაარსებულ ფონდში გადაირიცხება. "ეს ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა, ამდენი ხნის განმავლობაში ხანძარმა 25 ადამიანის სიცოცხლე, 500 მილიონზე მეტი ცხოველი და უამრავი მცენარე გაანადგურა. მოხარული ვართ, აღნიშნული ღონისძიებით და ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებთ", - განაცხადა Tennis Australia-ს გენერალურმა დირექტორმა და ტურნირის ხელმძღვანელმა, კრეიგ ტაილმა. საქველმოქმედო ღონისძიება 15 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის ცენტრალურ - როდ ლეივერის სახელობის კორტზე გაიმართება.

სხვა სტატიები