Belive

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ინდიან უელსი კარგად დაიწყო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინდიან უელსი კარგად დაიწყო - მან დღეს, გამთენიისას, 25 წლის ამერიკელი, კრისტოფერ იუბანკსი (194) 2 სეტში დაამარცხა. ბასილაშვილმა მასტერსის კვალიფიკანტს საკმაოდ მარტივად, 6:4; 6:3 მოუგო. ქართველი ჩოგბურთელი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა, საერთო ჯამში კი იუბანკსის დაბრეიკა ბასილაშვილმა 3-ჯერ მოახერხა. შემდეგ წრეში 29 წლის ქართველი ვეტერან ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზის მეტოქედ ყველა ახალგაზრდა კანადელ, ფელიქს ოჟე-ალიასიმს ელოდა, თუმცა ის 33 წლის ესპანელთან მოულოდნელად დამარცხდა. ბასილაშვილი და რამოსი ერთმანეთს ერთხელ, 2018 წელს, დოჰაში შეხვდნენ. მაშინ ქართველმა 3 სეტში გაიმარჯვა, რის შემდეგაც ანდრეი რუბლევის ბარიერიც დაძლია. ნიკოლოზის სვლა მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან 3 სეტიან ბრძოლაში შეჩერდა.

სხვა სტატიები