Belive

განახლებული რეიტინგი: ბასილაშვილი საგრძნობლად დაქვეითდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირის დაწყებისთანავე ATP-ის ოფიციალურ გვერდზე ჩოგბურთელთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საუკეთესო ათეულში ცვლილებები არ არის და მსოფლიოს პირველი ჩოგანი კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩია. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში საგრძნობლად დაქვეითდა. ნიკოლოზი გასულ კვირას მე-17 იყო, ახლა კი 26-ე ჩოგანია. ბასილაშვილმა პოზიციები რეიტინგში პეკინში, ციციპასთან მარცხის გამო დაკარგა. 26 წლის ჩოგბურთელმა 2018 წელს ჩინეთში მოგებული ტიტული ვერ დაიცვა.  

სხვა სტატიები