Belive

განახლებული საჩოგბურთო რეიტინგი

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
დასრულდა ავსტრალიის ღია პირველობა, რომელიც 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირმა საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა, ქალთა ერთეულთა თანრიგში მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი იაპონელი ნაომი ოსაკა გახდა ჩემპიონი, ხოლო მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ტრიუმფატორი რეიტინგის ლიდერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახლდათ, რომელმაც კიდევ უფრო გაიმყარა პირველი პოზიცია. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ახალი კვირიდან მსოფლიოს მე-6 ნომრად იქნება განთესილი, ვინაიდან მან ავსტრალიის ღია პირველობაზე საკმაო რაოდენობის ქულები დაკარგა. ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ავსტრალიის ღია პირველობამდე მე-20 ნომრად იყო განთესილი, ამ ეტაპისთვის 2 საფეხურით დაქვეითდა და ახლა 22-ე ჩოგანია. 15 ადგილით დაწინაურდა საქართველოს პირველი ნომერი ქალთა ერთეულთა თანრიგში ეკო გორგოძე. ამჟამად ქართველი მსოფლიოს 149-ე პოზიციაზე იმყოფება, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია, აქვე აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს ქალთა ჩოგბურთს იაპონელი ნაომი ოსაკას სახით ახალი ლიდერი ჰყავს.

კაცთა ერთეულთა თანრიგი TOP 20: 

პოზიცია მოთამაშე სარეიტინგო ქულა
1 ნოვაკ ჯოკოვიჩი 10 955
2 რაფაელ ნადალი 8 320
3 ალექსანდრ ზვერევი 6 475
4 ხუან მარტინ დელ პოტრო 5 060
5 კევინ ანდერსონი 4 845
6 როჯერ ფედერერი 4 600
7 კეი ნიშიკორი 4 110
8 დომენიკ ტიმი 3 960
9 ჯონ ისნერი 3 155
10 მარინ ჩილიჩი 3 140
11 კარენ ხაჩანოვი 2 880
12 სტეფანოს ციციპასი 2 805
13 ბორნა ჩორიჩი 2 605
14 მილოშ რაონიჩი 2 250
15 ფაბიო ფონინი 2 225
16 დანილ მედვედევი 2 000
17 ლუკა პუიე 1 955
18 რობერტო ბაუსისტა-აგუტი 1 955
19 მარკო ჩეკინატო 1 870
20 დიეგო შვარცმანი 1 835
22 ნიკოლოზ ბასილაშვილი 1 820
 

ქალთა ერთეულთა თანრიგი TOP 10:

პოზიცია მოთამაშე სარეიტინგო ქულა
1 ნაომი ოსაკა 7 030
2 პეტრა კვიტოვა 6 290
3 სიმონა ჰალეპი 5 582
4 სლოან სტივენსი 5 307
5 კაროლინა პლისკოვა 5 100
6 ანჟელიკ კერბერი 4 965
7 ელინა სვიტოლინა 4 940
8 კიკი ბერტენსი 4 430
9 კაროლინ ვოზნიაცკი 3 566
10 არინა საბალენკა 3 485
149 ეკო გორგოძე 388
 

სხვა სტატიები