გორგოძემ და ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა, ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ მარიამ ბოლქვაძე უკრაინელ ანჰელინა კალინინასთან ორ სეტში, 6:4, 6:4 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, მან პირველი შეხვედრა უნგრელ ანა ბონდართან ორ სეტში, 7:6, 7:6 მოიგო და შემდგომ ატეპზე გავიდა, სადაც დღეს ჰოლანდიელ მეტოქეს დაუპირისპირდება. გორგოძის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

(170)

გორგოძემ და ბოლქვაძემ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშეს

სტატიის ავტორი
-