Belive

გრეტა თუნბერგი როჯერ ფედერერს აკრიტიკებს

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
გრეტა თუნბერგი 17 წლის შვედი ეკოაქტივისტია, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება 2018 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მონაწილეობისას მიიპყრო.  პირველად მან პოპულარობა მაშინ მოიპოვა, როდესაც უარი განაცხადა, პარასკევობით სკოლაში ევლო მანამ, სანამ შვედეთის ხელისუფლება კლიმატზე შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებდა. მის მიერ წამოწყებულ საპროტესტო აქციას უამრავი ადამიანი შეუერთდა, რასაც "გრეტას ეფექტი" ეწოდა. შედეგად, საერთაშორისო გამოცემა TIME-მა იგი წლის ადამიანად დაასახელა. საერთაშორისო ლიდერებისა და ორგანიზაციების გაკრიტიკების შემდეგ, გრეტას სამიზნე ამჯერად როჯერ ფედერერი გახდა. მან საკუთარ ტვიტერზე გააზიარა 350.org Europe-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ვკითხულობთ: "2016 წლიდან, Credit Suisse-მა $57 მილიარდით უზრუნველყო კომპანიები, რომლებიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ. როჯერ ფედერერ, შენ მხარს უჭერ ამ კომპანიას?" Credit Suisse ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკია, როჯერ ფედერერი კი მისი საერთაშორისო წარმომადგენელია. "ფედერერი იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელსაც კომპანია ატარებს. მოსალოდნელია, რომ ორ მხარეს შორის პარტნიორობა ფედერერის კარიერის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება," აღნიშნულია Credit Suisse-ის განცხადებაში.

სხვა სტატიები