Belive

GTP Tour-ის მორიგი წარმატებული ტურნირი

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
GTP Tour-ის მიერ ორგანიზებული ტურნირი Jim Beam Cup დაძაბული და საინტერესო მატჩით დასრულდა. ფინალში ლაშა გულიაშვილის მეტოქე რეიტინგის პირველი ნომერი და ტურნირის მთავარი ფავორიტი ზვიად კალმახელიძე იყო. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და მოულოდნელი შედეგით დასრულდა - გულიაშვილმა გამარჯვება სამ სეტში, ანგარიშით -  6:7, 6:2 6:1 მოიპოვა.
20210711_194534

მატჩში ყველაზე დაძაბული პირველი სეტი გამოდგა, რომელშიც გამარჯვება კალმახელიძემ ტაი-ბრეიკზე მოახერხა და მეორე სეტში 2:0 წაიყვანა, თუმცა ამის შემდეგ უპირატესობა გულიაშვილის მხარეზე გადავიდა, რომელმაც ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და საქმე გადამწყვეტ სეტში გადაიყვანა, სადაც მეტოქეს მხოლოდ 1 გეიმი დაუთმო და გამარჯვებაც მოიპოვა. ამ მასტერსის ტიპის ტურნირის მოგებით გულიაშვილმა 1000 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა, ფინალისტმა კალმახელიძემ კი - 600. სარეიტინგო ქულებისა და განთესილი მოყვარული ქართველი ჩოგბურთელების ხილვა შეგიძლიათ GTP Tour-ის ოფიციალურ გვერდზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, სურვილის შემთხვევაში თითოეულ მსურველს შეუძლია აღნიშნულ ტურნირებში მონაწილეობა და რეიტინგშიც საკუთარი თავის დამკვიდრება. GTP Tour-ის ეგიდით მორიგი სამოყვარულო ტურნირი, როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში ქუთაისში 23-25 ივლისსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები