Belive

ჰალეპმა ამერიკის ღია პირველობა დატოვა

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა სიმონა ჰალეპმა, ამერიკის ღია პირველობაზე საკუთარი პირველი შეხვედრა გამართა, სადაც 33 წლის ესტონელს კაია კანეპს დაუპირისპირდა და ყველასათვის გასაკვირად 2 სეტში მარტივი მარცხი იწვნია - 6:2, 6:4. სიმონას ამერიკის ღია პირველობამდე ცინცინატის მასტერსის ფინალი ჰქონდა ნათამაშები, სადაც ჰოლანდიელ კიკი ბერტენსთან დამარცხდა, სწორედ ცინცინატის მასტერსის ფინალის შემდეგ გადაწყვიტა რუმინელმა ჩოგბურთელმა, რომ ამერიკის ღია პირველობამდე არსებულ ტურნირებზე აღარ გამოსულიყო და დაესვენა, მიზეზად გადაღლა გამოაცხადა, თუმცა როგორც ჩანს ძალების ბოლომდე აღსადგენად 8 დღე საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება კაია კანეპს მისი მეტოქე შემდეგ რაუნდში შვეიცარიელი ჩოგბურთელი, ჟილ ტიხმანი იქნება, რომელიც ამერიკის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო რაუნდიდან მოხვდა.