აშშ-ში ინდიან უელსის 2022 წლის გათამაშება დასკვნით ფაზაში შედის. 17 მარტს სტარტს 1/4-ფინალური მატჩები აიღებს.
1/4 ფინალური წყვილები
- კამერუნ ნორი Vs. კარლოს ალკარასი
- რაფა ნადალი Vs. ნიკ კირიოსი
- მიომირ კეჩმანოვიჩი Vs. ტეილორ ფრიტცი
- ანდრეი რუბლევი Vs. გრიგორ დიმიტროვი
1/8-ფინალში, ერთმანეთს ლეგენდარული ფრანგი – გაელ მონფილსი და ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი, 18 წლის ესპანელი, “მომავალ ნადალად” წოდებული – კარლოს ალკარასი შეხვდნენ. მატჩი ესპანელის გამარჯვებით 5:7; 1:6 დასრულდა და 1/4-ფინალში გავიდა.
ეს ფაქტი ისტორიული გამოდგა ესპანელი სპორტსმენისთვის, რადგან იგი 1989 წლის შემდეგ გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც ინდიან უელსის 1/4 ფინალში შეძლო გასვლა.
გაელ მონფილსი Vs. კარლოს ალკარასი | მიმოხილვა
