Belive

ითამაშებს თუ არა ნოვაკი ავსტრალიის ღია პირველობაზე | სრჟან ჯოკოვიჩი შვილის შესახებ

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
კოვიდ პანდემია სპორტულ ასპარეზზე კვლავ აქტიურად იჭრება, აზიანებს და ჩარჩოებში აქცევს უამრავ კომპონენტს, მათ შორის ისეთი სპორტსმენების ასპარეზობის საკითხსაც კი როგორიც ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგის ნომერ პირველი ჩოგბურთელია და მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი იმ კუთხით, რომ ნოვაკი გასულ წელს, ვაქცინაციის საწინააღმდეგო განცხადებებს ღიად აკეთებდა. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურ კალენდარში პირველი დიდი სლემის ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობაა. ავსტრალიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვაქცინაციის პროცესი სავალდებულო გახადა, მათ შორის სპორტსმენებისათვის, შესაბამისად სერბი ჩოგბურთელის ტურნირზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. “არ აქვს მნიშვნელობა არც ჩოგბურთის რეიტინგს და არც იმას თუ ვის რამდენი სლემი აქვს მოგებული. ამ შემთხვევაში ყველა თანაბარ პოზიციაშია. ითამაშებს ის ვინც იქნება ვაქცინირებული” “თქვენ უნდა იყოთ ვაქცინირებული რათა დაიცვათ როგორც ტიტული და მოპოვებული ქულები, ასევე სხვა ადამიანები”, – აცხადებს ვიქტორიას შტატის პრემიერი დანიელ ენდრიუსი. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ნოვაკის მამამ, სრჟან ჯოკოვიჩმა გააკეთა.   "ვაქცინაციის სავალდებულო პროცედურასთან დაკავშირებით მინდა ასეთი რამ გითხრათ - ვიქნებით თუ არა ვაქცინირებულები, ეს თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ნებაა. არავის აქვს განსაჯოს ან შემოვიდეს ჩემს და ჩვენს პირად სივრცეში" "ამ შანტაჟებსა და ასეთ პირობებში ალბათ არ ითამაშებს. მე ამას არ გავაკეთებდი, ის კი ჩემი შვილია, ასე რომ თქვენ თავად გადაწყვიტეთ თუ რას იზამს ნოვაკი", - აცხადებს სრჟან ჯოკოვიჩი. შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია. იმ შემთხვევაში თუ ის ტურნირს გამოტოვებს, რეიტინგში ერთბაშად 2,000 ქულა დააკლდება.

სხვა სტატიები