Belive

ჯოკოვიჩი ან ფედერერი - ლონდონის შემაჯამებელ ტურნირზე ერთ-ერთი ჯგუფში ჩარჩება

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ახალი კვირიდან სტარტი აიღო 2019 წლის უკანასკნელმა საჩოგბურთო ტურნირმა, სადაც პლანეტის 8 საუკეთესო ჩოგბურთელი ერთმანეთს დაუპირისპირდება. ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი სხვა ტურნირებისაგან რადიკალურად განსხვავებულია, გამომდინარე მისი სტრუქტურიდან, რომლის თანახმადაც 8 საუკეთესო ჩოგბურთელი 2 ჯგუფშია გადანაწილებული და წაგების მიუხედავად მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მაინც რჩება. წლევანდელ ტურნირზე B ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, დომინიკ ტიმი და მატეო ბერეტინი მოხვდნენ - ცხადია ჯგუფის ფავორიტებად ჯოკოვიჩი და ფედერერი მიიჩნეოდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. დომინიკ ტიმმა პირველ შეხვედრაში როჯერ ფედერერს 2-სეტში სძლია, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში ნოვაკ ჯოკოვიჩის ბარიერის დაძლევაც მოახერხა, მაშინ როცა ამ უკანასკნელმა მატეო ბერეტინისთან მატჩის დროს შეუდარებელი შთაბეჭდილება დატოვა. ამრიგად, დომინიკ ტიმმა ფედერერისა და ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ ნახევარფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა, შესაბამისად B ჯგუფის მეორე ნახევარფინალისტის ვინაობას ჯოკოვიჩისა და შვეიცარიელი მაესტროს მატჩი გაარკვევს, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები