Belive

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდით კმაყოფილია

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდით ძალიან კმაყოფილია, მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საპრიზო ფონდის მომატება ყველა სპორტსმენისათვის მოტივია და პირველ რიგში ჩოგბურთის, როგორც სპორტის სახეობის კიდევ უფრო განვითარების მაუწყებელია. ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 2018 წელთან შედარებით საგრძნობლად გაიზარდა, დაახლოებით 10%-ით მეტია ვიდრე წინა წელს. ტურნირის ჯამური საპრიზო ფონდი 42.8 მილიონი დოლარი იქნება.      

სხვა სტატიები