Belive

ჯოკოვიჩი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კარენო ბუსტასთან დამარცხდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა. სერბმა ჩოგბურთელმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პაბლო კარენო ბუსტასთან (ესპანეთ, 11) 3 სეტში, ანგარიშით 4:6, 7:6, 3:6 წააგო. შეხვედრა 2 საათსა 50 წუთს გაგრძელდა. გადამწყვეტ გეიმში ნოვაკმა მეტოქის 4 მატჩპოინტის გადარჩენა შეძლო, თუმცა, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა. ჯოკოვიჩმა ოლიმპიადის ნახევარფინალი გუშინ ალექსანდრ ზვერევთან დათმო, კარენო ბუსტას კი კარენ ხაჩანოვმა აჯობა. შედეგად, ფინალში, რომელიც ხვალ 11:00 საათზეა ჩანიშნული, ერთმანეთს სწორედ ზვერევი და ხაჩანოვი შეხვდებიან. ჩოგბურთში ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი ენდი მარია - ბრიტანელმა 2016 წელს ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს მოუგო.
მატჩის გადამწყვეტი ქულა:

 

სხვა სტატიები