Belive

ჯოკოვიჩი დომინირებას განაგრძობს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფენომენალურ სპორტულ სეზონს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დიდი პერიოდი პანდემიიდან გამომდინარე გაცდა, ყურადღების მიღმა ვერანაირად ვერ დარჩება ჯოკოვიჩის დაუმარცხებელი სვლა - სერბმა ჩოგბურთელმა 2020 წლის ოფიციალური მატჩების 100% გამარჯვებით დაასრულა. გასულ კვირაში ნოლემ ცინცინატის ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად 35-ე მასტერსის ტიპის ტიტული მოიპოვა.

ახალი საჩოგბურთო კვირიდან კი სერბი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობს, სადაც მან უკვე მესამე რაუნდის საგზური გაინაღდა. US OPEN-ზე ნოლეს მეორე რაუნდის მეტოქე ბრიტანელი ჩოგბურთელი კაილი ედმუნდი გახლდათ, რომელთანაც 3-საათზე მეტხნიან ორთაბრძოლაში, ანგარიშით - 6:7(5); 6:3; 6:4; 6:2 გაიმარჯვა. მომდევნო ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მეტოქე ჟან ლენარდ შტრუფი იქნება.

სხვა სტატიები